пятница, 20 мая 2011 г.

რა არის კრედიტი?


კრედიტი წარმოადგენს სტუდენტის დატვირთვის საზომ ერთეულს. კრედიტი პირობითი ერთეულია, რომელიც გამოხატავს იმ დროს, იმ საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს, რომლებიც სტუდენტს ამა თუ იმ კურსის/მოდულის/პროგრამის ასათვისებლად, შესაბამისი სწავლის შედეგების მისაღწევად სჭირდება.
სტუდენტის დატვირთვა, ECTS–ის მიხედვით, არის დრო, რომელიც სჭირდება ისეთი სასწავლო საქმიანობის განხორციელებას, როგორიცაა: ლექციები, სემინარები, პრაქტიკუმები, ლაბორატორიული სამუშაოები, სემინარის, შუალედური თუ საბოლოო გამოცდისთვის მზადება, რეფერატის, თარგმანის, პროექტის, პრეზენტაციის მომზადება, საწარმოო პრაქტიკა, საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომის შესრულება და სხვ.

•    რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს სტუდენტმა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად
ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 240 კრედიტისა, რომელთა განაწილება დამოკიდებულია შესაბამის ფაკულტეტსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე (კურიკულუმზე), თავად სტუდენტის სარჩევანზე.

•    რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს სტუდენტმა დიპლომირებული მედიკოსის ხარისხის მოსაპოვებლად?
დიპლომირებული მედიკოსის ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 300/360 კრედიტისა, სპეციალობის გათვალისწინებით.

•    რამდენი საათია ერთი კრედიტი?
ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს, რომელიც მოიცავს როგორც . . საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელ მუშაობას.

•    რამდენი კრედიტის საგნების არჩევის საშუალება აქვს სტუდენტს აკადემიური რეგისტრაციის დროს?
სტუდენტს აკადემიური რეგისტრაციისას შეუძლია აირჩიოს სასწავლო კურსები არაუმეტეს 30 – 35 კრედიტისა. წლიურად არაუმეტეს 65 კრედიტისა. დამამთავრებულ სემესტრში 240 კრედიტის შესასრულებლად შესაძლებელია 40 კრედიტის აღება.

•    რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს მაგისტრანტმა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად?
მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად მაგისტანტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი.

Комментариев нет:

Отправить комментарий