среда, 15 июня 2011 г.

სასწავლო პროექტი

სასწავლო პროექტი არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებაზე მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიცზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული ქმედებისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. ნებისმიერ პროექტს გააჩნია რესურსები (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური და დროითი), რომლებიც წინასწარ არის განსაზღვრული პროექტის აღწერაში.ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პროექტის გამოყენება პედაგოგების მიერ უნდა ხდებოდეს მიღწეული შედეგების გასააზრებლად: ყველა ეტაპზე მიმდინარე და შემაჯამებელი, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებისას.
ძნელია ნახო კონკრეტული განსაზღვრება სასწავლო პროექტის, თუმცა ყველაზე ახლოს სასწავლო პროექტთან ე.წ. განვითარების პროექტის განმარტებაა, როდესაც ადამიანთა ჯგუფი გარკევულ დროში განსაზღვრული რესურსებით კონკრეტული საქმიანობებით გეგმავს არსებული მდგომარეობის შეცვლას სასურველი სიტუაციით.
აუცილებელი კომპონენტები თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის განხორციელებისთვის:
·         იდეა/პრობლემა/მიზანი
·         საქმიანობათა ერთობლიობა
·         განმხორციელებელთა ჯგუფი/გუნდი
·         რესურსები/ბიუჯეტი
·         დაწყების და დამთავრების დრო

სასწავლო პროექტის 4 ეტაპი შეიძლება განვიხილოთ:
1.      იდეის ჩამოყალიბება (დაგეგმვა)
2.      მომზადება
3.      განხორციელება
4.      შედეგების წარდგენა
 
წლების პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ მართვის მხრივ სასწავლო პროექტების რამდენიმე ფორმა არსებობს:
1. პედაგოგი აყალიბებს იდეას, გეგმავს, ამზადებს და აანალიზებს ინდივიდუალურად. მოსწავლეები ერთვებიან მხოლოდ ჩატარების პროცესში, როგორც შემსრულებლები.
2. პედაგოგი აყალიბებს იდეას, გეგმავს, ამზადებს, ატარებს და აანალიზებს, მოსწავლეები თანამონაწილეობით სრულდება სხვადასხვა ეტაპები.
3. მოსწავლეები აყალიბებენ იდეას, გეგმავენ, ამზადებენ, ატარებენ და აანალიზებენ. მასწავლებელი მონიტორინგს ახორციელებს და შეფასებების გადამოწმებას ახდენს.

Комментариев нет:

Отправить комментарий