четверг, 26 мая 2011 г.

ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავად ჰგავხარ ზღვას....



 ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავად ჰგავხარ ზღვას


ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავად ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.





ეს მისწერეს კონსტანტინე გამსახურდიას პასუხად თავის ცნობილ ლექსზე ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას


ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები,
სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელაციცები,
ისევ შორიდან მკლავ,
ო,რა ტყუილად დაგიქადნია,
მე მოგიკლავო ქმარს,
შენი სიფიცხე,შენი მუქარა,
გაჰყვა შარშანდელ ქარს.
ისევ სხვისი ვარ, ჩემი თითები
სხვისთვის გაიშლის თმას,
სხვის წისქვილს ვასხამ ცრემლიან პეშვებს,
სხვისი საფქვავით ვფქვავ.
...მაინც ზღვისფერი დამაქვს თვალები,
ვისაც რა უნდა თქვას...

iEARN



1. რა არის iEARN საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელი?
თანამედროვე სატელეკომუნიკაციო საშუალებები ფართო ასპარეზს იძლევა საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის. დღეს უკვე წარმოუდგენელია, ზრუნავდე სკოლის განვითარებაზე და უგულებელყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ინფორმატიზაცია. მიუხედავად ამისა, სკოლაში თუნდაც ერთი კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენისთანავე უამრავი პრობლემატური შეკითხვა იჩენს თავს: “როგორ ავამოქმედოთ ეს საშუალებები?”, “როგორ ჩავრთოთ ისინი სასწავლო პროცესში?”
iEARN (International Educational and Resource Network - საერთაშორისო საგანმანათლებლო სარესურსო ქსელი) ყველაზე მასშტაბური პროგრამაა ამ მიმართულებით.
ქსელში გაერთიანებულია 100-ზე მეტი ქვეყნის 5000-მდე სკოლა. პროგრამა თანაბრად სასარგებლოა პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის, რადგან მკვეთრად ამაღლებს დაინტერესებას საპროგრამო და დამატებითი განათლებისადმი. ის ხელს უწყობს ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების უნარ-ჩვევების განვითარებას
.
2. რა ფორმით მუშაობს iEARN საერთაშორისო საგანმანათლებლო სარესურსო ქსელი?
􀂃 სადისკუსიო ფორუმები;
􀂃 პროექტები (ონ-ლაინ);
􀂃 ვორქშოფები, სემინარები;
􀂃 შეხვედრები, ბანაკები;
􀂃 ყოველწლიური კონფერენციები;
􀂃 სხვა რეალური და ონ-ლაინ ღონისძიებები.
iEARN პროგრამის ფარგლებში მუშაობის ძირითადი ფორმებია ონ-ლაინ/ინტერნეტ პროექტები www.iearn.org/projects და ფორუმები http://foro.iearn.org. ქსელში გაწევრიანებული სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საშუალება აქვთ, არა მარტო დაუმეგობრდნენ სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებსა და კოლეგებს, არამედ, გაუზიარონ მათ საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება. iEARN-ის ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება საერთაშორისო ღონისძიებები (ბანაკები, ფორუმები, სამიტები, სემინარები, კონფერენციები) მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით.

3. სად მოვიძიოთ ინფორმაცია iEARN პროგრამის შესახებ?
iEARN ვებ-საიტის მისამართია: www.iearn.org

4. როგორ დავიწყოთ iEARN ქსელში მუშაობა?
ყველაზე გამოცდილი და ეფექტური გზა ქსელში მუშაობის დასაწყებად არის iEARN სპეციალურ სემინარში/ვორქშოფში მონაწილეობის მიღება.
შეარჩიეთ სკოლაში მასწავლებელი (ან სხვა დაინტერესებული პიროვნება, თუნდაც მოხალისე მშობელი ან უფროსკლასელი) და დააკავშირეთ პროგრამის წარმომადგენელთან.
ასოციაციაში «სკოლა-ოჯახი-საზოგადოება» iEARNN სემინარის ან კონსულტაციის წარმატებით გავლის შემდეგ სკოლა გაწევრიანდება საერთაშორისო ქსელში და მიეცემა საშუალება აქტიურად ჩაებას ინტერნეტ-ფორუმებსა და პროექტებში.
სემინარი ერთი ორდღიანი სესიისაგან შედგება, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებული სკოლის (ორგანიზაციის) პედაგოგები გაეცნობიან სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად პრინციპებს, iEARNN პროგრამის მუშაობის სტრუქტურასა და პროცედურებს. ისინი მიიღებენ ინფორმაციას არსებული პროექტებისა და ახალი პროექტის ამოქმედების მეთოდების შესახებ.
ასევე, არსებობს iEARNN სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს პროექტებზე მუშაობის დასაწყებად, სასწავლო პროგრამაში პროექტების ინტეგრირებისათვის და სემინარის ჩასატარებლად. სახელმძღვანელოს ნახვა შესაძლებელია მისამართზე: http://www.iearn.org/professional/prof_handbook.html

5. რა ტექნიკური საშუალებებია საჭირო პროგრამაში სამუშაოდ?
იმისათვის, რომ ჩაერთოთ პროგრამაში, სკოლას უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი კომპიუტერი, რომელიც მიერთებულია ინტერნეტის ქსელთან.
iEARNN პროექტებსა და ფორუმებში ჩასართავად ერთი ასეთი კომპიუტერიც საკმარისია.
კომპიუტერული კლასის, სასკოლო ქსელის ან დამხმარე მოწყობილობების: სკანერი, ციფრული ფოტო-აპარატი, მიკროფონი, ვებ-კამერა არსებობის შემთხვევაში შესაძლოა სკოლამ მონაწილეობა მიიღოს ან თვითონ გახდეს ორგანიზატორი მრავალი საინტერესო ინტერნეტ-თანამშრომლობითი ინიციატივის.

6. ვის მივმართოთ iEARN პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე?
iEARN პროგრამის კოორდინატორი საქართველოში:
პაატა პაპავა (papava11@yahoo.com)
პროგრამის რეგიონალური კოორდინატორი:
პავლე თვალიაშვილი (siqaptv@gmail.com)

пятница, 20 мая 2011 г.

რა არის კრედიტი?


კრედიტი წარმოადგენს სტუდენტის დატვირთვის საზომ ერთეულს. კრედიტი პირობითი ერთეულია, რომელიც გამოხატავს იმ დროს, იმ საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს, რომლებიც სტუდენტს ამა თუ იმ კურსის/მოდულის/პროგრამის ასათვისებლად, შესაბამისი სწავლის შედეგების მისაღწევად სჭირდება.
სტუდენტის დატვირთვა, ECTS–ის მიხედვით, არის დრო, რომელიც სჭირდება ისეთი სასწავლო საქმიანობის განხორციელებას, როგორიცაა: ლექციები, სემინარები, პრაქტიკუმები, ლაბორატორიული სამუშაოები, სემინარის, შუალედური თუ საბოლოო გამოცდისთვის მზადება, რეფერატის, თარგმანის, პროექტის, პრეზენტაციის მომზადება, საწარმოო პრაქტიკა, საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომის შესრულება და სხვ.

•    რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს სტუდენტმა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად
ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 240 კრედიტისა, რომელთა განაწილება დამოკიდებულია შესაბამის ფაკულტეტსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე (კურიკულუმზე), თავად სტუდენტის სარჩევანზე.

•    რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს სტუდენტმა დიპლომირებული მედიკოსის ხარისხის მოსაპოვებლად?
დიპლომირებული მედიკოსის ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 300/360 კრედიტისა, სპეციალობის გათვალისწინებით.

•    რამდენი საათია ერთი კრედიტი?
ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს, რომელიც მოიცავს როგორც . . საკონტაქტო, ისე დამოუკიდებელ მუშაობას.

•    რამდენი კრედიტის საგნების არჩევის საშუალება აქვს სტუდენტს აკადემიური რეგისტრაციის დროს?
სტუდენტს აკადემიური რეგისტრაციისას შეუძლია აირჩიოს სასწავლო კურსები არაუმეტეს 30 – 35 კრედიტისა. წლიურად არაუმეტეს 65 კრედიტისა. დამამთავრებულ სემესტრში 240 კრედიტის შესასრულებლად შესაძლებელია 40 კრედიტის აღება.

•    რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს მაგისტრანტმა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად?
მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად მაგისტანტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი.

четверг, 5 мая 2011 г.

I love my cocer spaniel

ინგლისური კოკერ სპანიელი

 ინგლისური კოკერ სპანიელი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული სპანიელია. მისი ფესვები XIV საუკუნის ესპანეთიდან (spaniel) მოდის, რასაც უკავშირდება ჯიშის სახელწოდება, ხოლო კოკერი (cocker)_ კი სავარაუდოდ სიტყვაWoodcock”_ იდან წარმოიშვა, რაც ინგლისურად ტყისქათამს ნიშნავს. სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ ადრეულ წლებში კოკერ სპანიელებს ძირითადად ტყისქათამზე იყენებდნენ. XVIII საუკუნის ბოლოს ბრიტანელებმა კოკერ სპანიელები, სპრინგერ სპანიელები და წყლის სპანიელები ერთმანეთისგან გამოყვეს და მათ სერიოზულ მოშენებას მიჰყვეს ხელი. ინგლისური კოკერ სპანიელი მოძრავი, ენერგიული, ოჯახის მოყვარული, მუდამ მხიარული და უცხო პირთა მიმართ კეთილგანწყობილი ძაღლია. თუმცა არცთუ ცოტაა შემთხვევა, როდესაც ინგლისური კოკერები უზომოდ ავები, ნერვიულები და არაჯანსაღი ფსიქიკის პატრონები არიან. ეს ყველაფერი კი არასწორი მოშენების ბრალია. შესაბამისად კოკერ სპანიელის მსურველმა უნდა შეიძინოს მხოლოდ გამოცდილი კოკერ სპანიელების მშობლებისაგან.
 ხასიათი: კარგი მონადირეა, გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლით, მხიარულია, მეტად მოზომილი, მის მოგრძო ბეწვს და თათებზე ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა. სიმაღლე მინდაოში: ხვადი 39-41 სმ. ძუ 38-39 სმ. წონა: 12,5-14,5 კგ. შეფერილობა: წითური, შავი, ორფეროვანი ან სამფეროვანი. წარმომავლობა: დიდი ბრიტანეთი.





lesi da jesi


lesi 2 wlis win dabadebis dReze maCuqes iseTi mosiyvarule, mxiaruli da mzrunveli gamodga, rom yvelas ojaxis wevriviT Segviyvarda. axla mas ukve sacolec movuZebneT jesi J Tu vinmes gsurT ZaRlis SeZena da ver gadagiwyvetiaT romeli jiSi SeiZinoT girCevT kokers radgan Zalian Tbilebi arian da amasTan erTad niWierebic. lesis da jesis magaliTad simReris niWi aRmoaCndaT J